კუტალიას მომგებიანი დუბლი სომხეთში

0
7

ლევან კუტალიამ მიმდინარე სეზონში სომხეთის პრემიერლიგაში თავისი მესამედ დუბლი შეასრულა.
მე-6 ტურში „ალაშკერტი“ სტუმრად „შირაქს“ შეხვდა და ქართველი ფორვარდის დუბლით გაიმარჯვა. მე-7 წუთზე კუტალიამ მასპინძლების ნახევარზე „შირაქის“ მცველის გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში გახსნა.
67-ე წუთზე, როდესაც „შირაქი“ 2:1 იგებდა, ანგარიში წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთის მოქალაქე დავით ხურციძემ გაათანაბრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კუტალიამ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით თავის გუნდს 3 ქულა მოუმატა. მან 5 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა და ჩემპიონატის ბომბარდირებში ლიდერობს, ხოლო „ალაშკერტი“ 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველია.
ლაშა თაბაგარი