ევროპა ლიგაში ჯგუფების შემადგენლობა გაირკვა – მიქაუტაძის და კიტეიშვილის საინტერესო გამოწვევა

0
9

დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონაკოში გამართული კენჭისყრი შედეგად უეფას ევროპა ლიგის ჯგუფების შემადგენლობა გაირკვა. ამსტერდამის “აიაქსი”, სადაც მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გადავიდა B ჯგუფშ ითამაშებს. გრაცის “შტურმი”, რომელშიც ჩვენი ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გამოდის D ჯგუფში მოხვდა, ხოლო აგდამის “ყარაბაღი”, რომლის კარში საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ლუკა გუგეშაშვილი დგას H ჯგუფშია.
კენჭისყრაში ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსმცველი ჯონ ოში მონაწილეობდა, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის ფინალის ელჩია. ფინალი 22 მაისს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარდება. მას კამერუნელი სტეფან მბია ეხმარებოდა, რომემაც თავის დროზე “სევილიასთან” ერთად ევროპა ლიგა მოიგო.
32 გუნდი 8 ჯგუფში ასე გადანაწილდა:

A ჯგუფი

ვესტ ჰემი (ინგლისი)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

ფრაიბურგი (გერმანია)

ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი)

B ჯგუფი

აიაქსი (ნიდერლანდები)

მარსელი (საფრანგეთი)

ბრაიტონი (ინგლისი)

აეკ (საბერძნეთი)

C ჯგუფი

რეინჯერსი (შოტლანდია)

ბეტისი (ესპანეთი)

სპარტა (ჩეხეთი)

არისი (კვიპროსი)

D ჯგუფი

ატალანტა (იტალია)

სპორტინგი (პორტუგალია)

შტურმი (ავსტრია)

რაკოვი (პოლონეთი)

E ჯგუფი

ლივერპული (ინგლისი)

ლინცერი (ავსტრია)

უნიონი (ბელგია)

ტულუზა (საფრანგეთი)

F ჯგუფი

ვილიარეალი (ესპანეთი)

რენი (საფრანგეთი)

მაკაბი ჰაიფა (ისრაელი)

პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

G ჯგუფი

რომა (იტალია)

სლავია (ჩეხეთი)

შერიფი (მოლდოვა)

სერვეტი (შვეიცარია)

H ჯგუფი

ლევერკუზენი (გერმანია)

ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

მიოლდე (ნორვეგია)

ჰაკენი (შვედეთი)

ჯგუფური ეტაპის განრიგი:

I ტური – 21 სექტემბერი

II ტური – 5 ოქტომბერი

III ტური – 26 ოქტომბერი

IV ტური – 9 ნოემბერი

V ტური – 30 ნოემბერი
ლაშა თაბაგარი