სანდრო მამუკელაშვილი: “მცდელობის მიუხედავად თამაშის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ”

0
12

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გერმანიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები უხასიათოდ იყვნენ. წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა, ნამატჩევს კი კომენტარის გაკეთება ჩვენი ერონული გუნდის ერთ-ერთ ლიდერს სანდრო მამუკელაშვილს (გერმანელებს 19 ქულა ჩაუგდო) ვთხოვეთ:
„ძალიან ძლიერ მეტოქე გერმანიასთან პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ მესამე პერიოდიდან მოყოლებული შეცდომების დაშვებას მოვუხშირეთ, გამოცდილმა მეტოქემ არ გვაპატია და მიჯრით რამდენიმე სამქულიანი ჩააგდო. მცდელობის მიუხედავად თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ. გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ხელების დაშვებას არ ვაპირებთ. მომდევნო მატჩი ავსტრალიასთან გველის. კიდევ ერთ უძლიერეს ოპონენტთან ჩვენი ძალის და შესაძლებლობების წარმოსაჩენად ვითამაშებთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემჭიდროებული გრაფიკია, თამაშიდან თამაშამდე მცირე დროა. ნაკრებში ექიმების კარგი გუნდი გვყავს და ძალას მაქსიმალურად აღვიდგენთ. “მწვანე კონტინენტის” წამომადგენელთან სათამაშოდ სათანადოდ მზად ვიქნებით“.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან