ბათუმის „დინამომ“ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით პირველი საშინაო თამაში წყალტუბოს „სამგურალთან“ ჩაატარა და მორიგი სამი ქულა აიღო. 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრის 21-ე წუთზე ნიკა ხორხელმა მეტოქის საჯარიმოშო პასი მაღალი ტრაექტორიით გააკეთა და შარბელ გომესმა შეუჩერებლად დაარტყა ბათუმელთა მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთი, რომელიც ჯერ მიწაზე დაეცა, ხოლო შემდეგ ზედა ძელს მოხვდა.
27-ე წუთზე გიორგი ზარიამ დაახლოებით 25 მეტროდნ დაარტყა და ბურთი ხაარიხამ აისხლიტა.
28-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ საუცხოო პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს, რომელმაც ერთ შეხებით ბურთი დაამუშავ და შემდეგ ვარდნაში კარში გადაგზავნა – 1:0.
33-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ წყალტუბოელთა საჯარიმოში „კედელი“ გიორგი ზარიასთან გაითამაშა, რის შემდეგ ბათუმელთა მარცხენა მცველი „სამგურალის“ კაპიტანმა თედო კიკაბიძემ წააქცია. მთავარ მსაჯ ირაკლი კვირიკაშვილის დანიშნული პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.
38-ე წუთზე ნოდარ ლომონაძემ მოედნის ცენტრში დანიშნული საჯაარიმო დარტყმა სწრაფად შეაასრულა და როინ კვასხვაძესთაბ პიირსპირ „სამგურალის“ ახალწვეული კოტდივუარელი გნამია გაიყვანა, რომლის დარტყმული „დინამოს“ მეკარემ მოიგერია.
ტაიმის მიწურულს ცოტნე მოსიაშვილმა ორთაბრძოლის დროს ნახტომში ფეხი თავში ჩაარტყა გომესს, რის გამოც გააძევეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში გნამიამ სისწრფეში აჯობა ბათუმელთა კაპიტან მამუკა კობახიძეს და საჯარიმოში შესულმა კვასხვძეს ახლო კუთხეში დაურტყა, თუმცა ისევ ვერ აჯობა.
57ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის შემდეგ საჯარიმოში ნიკა ხორხელს მიუვიდა, რომლის მარჯვენა მახვილი კუთხიდან დარტყმული ისევ ხარიხას შეეხო და იაპონელმა კაგაიამამ თავით ანგარიში შეამცირა – 1:2.
66-ე წუთზე მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა პაატა ღუდუშაურმა სტუმართა საჯარიმოში ზარიამ მოძებნა, რომელმაც შოვნაძის კარი აიღო – 3:1.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ბათუმელთა კონტრშეტევის დროს ღუდუშაური მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი შოვნაძემ ფეხით მოიგერია.
შეხვედრის მიწურულს ბათუმელმც მცველმა თავის საჯარიმოსთან ახლოს არაზუსტი პასი გაუკეთა თანაგუნდელს და ბურთს ღუდუშაური დაუეფლა, რომელიც ორ მეტოქეს გაცდა, რასაც დარტყმა მიაყოლა, მაგრამ შოვნაძემ ისევ აუღო.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დაამტებულ წუთებში უკრაინელმა ლეგიონერმა დენის ბალანიუკმა ახლო მანძილიდან ვარდნაში კარში თავით დაარტყა და კვასხვაძემ ნახტომში ბათუმელები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ღუდუშაურმა “სამგურალის” ნახევარზე მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა და კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახნის იაკობსენს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
ბათუმის „დინამო“ 52 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი „სამგურალი“, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების მერე თამაში არ მოუგია, მე-5 პოზიციაზეა.
ტორპედო 2:1 თელავი
ლაშა თაბაგარი
