„ტორპედომ“ წარმატებული მატჩების სერია გაზარდა – შერგელაშვილის შედევრი

0
49

ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა.
24-ე ტურში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი თავის მოედანზე ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „თელავს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მე-15 თელაველთა კონტრშეტევის დროს თორნიკე მორჩილაძემ ბურთიანად მოედნის ცენტრიდან ირბინა და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
43-ე წუთზე გიორგი არაბიძემ მეტოქის საჯარიმოში კარგად გაითამაშა „კედელი“ გიორგი ფანცულაიასთან და სამ მცველს შორის მოქცეული სიტუაციაში კარგად გაერკვა, რის შემდეგ, მარჯვენა ფეხით ძლიერი დარტყმით საპასუხო გოლი გაიტანა  – 1:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ბოსნიელმა მცველმა ბეგიჩმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
67-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი საუცხოოდ მოჭრა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ულამაზესი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ტორპედომ“ ბოლო 5 თამაშიდან მეოთხე მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა.
ქუთაისელები 37 წულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა არიან. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „თელავმა“ ზედიზედ 3 მოგებისა და ერთი ყაიმის მერე, პირველად წააგო – 21 ქულით მეშვიდეა.
ტორპედო 2:1 თელავი 
ლაშა თაბაგარი