„ტორინომ“ საბა საზონოვი წარადგინა

0
4

საბა საზონოვი კარიერას იტალიის სერია A-ში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მცველმა კონტრაქტი „ტორინოსთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საზონოვის სანაცვლოდ ტურინელებმა მოსკოვის „დინამოს“ 3 მილიონი ევრო გადაუხადეს. ის ხვიჩა კვაარცხელიას („ნაპოლი“) და გიორგი კვერნაძის („ფროზინონე“) შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ერთდროულად 3 ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში არასოდეს ყოფილა. მანამდე, მაქსიმუმ ორ ქართველს უთამაშია იტალიის ჩემპიონატში ერთდროულად – კახა კალაძეს („მილანი“) და ლევან მჭედლიძეს („ემპოლი“ და „პალერმო“).
“ტორინოს” მთავარი მწვრთნელი ხორვატი ივან იურიჩია. ტურინელებს სეზონის სტარტზე 1 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი