ლოჩოშვილის პირველი მატჩი და მოგება, გელაშვილი თადარიგში

0
36

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში პირველი მატჩი ჩაატარა. მე-3 ტურში „კრემონეზე“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის სტუმრად „ტერნანას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის 65-ე წუთზე კრემონელებმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს და ლოჩოშვილის თავურის შემდეგ მასპინძლების მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მდგომამა კოდამ ზუსტად დაამატა – 0:1. ლოჩოშვილმა საწყისი ორი ტური გამოტოვა, ხოლო „კრემონეზემ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
„სპეციამ“, რომელსაც ცოტა ხნის წინ ივა გელაშვილი შეუერთდა, სტუმრად „კატანძაროსთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი სპეციელთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი