საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში MLS-ში მეორე მატჩი ჩაატარა.
ატლანტელებმა „ცინცინატი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა, სადებიუტო შეხვედრისგან განსხვავებით გოლი არ გაუტანია.
მასპინძლები მე-10 წუთზე მოსკერამ დააწინაურა, ხოლო 75-ე წუთზე აკოსტამ საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-80 წუთზე „ცინცინატიდან“ თავი ვასკესმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
„ატლანტა იუნაიტედს“ 41 ქულა აქვს და 14-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
