დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. “ნაპოლი”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის C ჯგუფში მოხვდა. დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენს” A ჯგუფი ერგო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის დონეცკის “შახტარს” – H ჯგუფი. კენჭისყრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი მცველი ერიკ აბიდლი ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” ექსნახევარმცველ ჯო კოულთან ერთად მონაწილეობდა.
გაგაცნობთ ჯენჭისყრის საბოლოო შედეგს:
A ჯგუფი
„ბაიერნი“ (გერმანია)
„მანჩესტერი“ (ინგლისი)
„კოპენჰაგენი“ (დანია)
„გალათასარაი“ (თურქეთი)
B ჯგუფი
„სევილია“ (ესპანეთიი)
„არსენალი“ (ინგლისი)
პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
„ლანსი“ (საფრანგეთი)
C ჯგუფი
„ნაპოლი“ (იტალია)
„რეალი“ (ესპანეთი)
„ბრაგა“ (პორტუგალია)
„უნიონ ბერლინი“ (გერმანია)
D ჯგუფი
„ბენფიკა“ (პორტუგალია)
„ინტერი“ (იტალია)
„ზალცბურგი“ (ავსტრია)
„სოსიედადი“ (ესპანეთი)
E ჯგუფი
„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)
„ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ლაციო“ (იტალია)
„სელტიკი“ (შოტლანდია)
F ჯგუფი
„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
„დორტმუნდი“ (გერმანია)
„მილანი“ (იტალია)
„ნიუკასლი“ (ინგლისი)
G ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„ლაიფციგი“ (გერმანია)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„იანგ ბოისი“ (შვეიცარია)
H ჯგუფი
„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„პორტუ“ (პორტუგალია)
„შახტარი“ (უკრაინა)
„ანტვერპენი“ (ბელგია)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 19-20 სექტემბერს დაიწყება და 12-13 დეკემბერს დასრულდება. ჩემპიონტა ლიგის ფინალი 1 ივნისს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში სტადიონ “უემბლიზე” გაიმართება.
ლაშა თაბაგარი
