მარკო ვერატი დიდი შანსია უახლოეს ხანში კატარის საფეხბურთო კლუბ „ალ არაბიში“ გადავიდეს, იუწყება Transfer News Live.
კლუბები იტალიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოს არიან. ვერატის გაყიდვიდან პსჟ 45 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსების გათვალისწინებით. ახლა ყველაფერი ფეხბურთელის საბოლოო თანხმობაზეა დამოკიდებული.
ვერატი პსჟ-ში 2012 წელს იტალიის „პესკარადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 416 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან საფრანგეთის ლიგა 1 ცხრაჯერ მოიგო, ხოლო საფრანგეთის თასს 6-ჯერ დაეუფლა.
