ბენჟამინ პავარი კარეირას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს, რის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლის ზფხულამდე გააფორმებს. პავარის სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნი“ 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 2 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
27 წლის მარჯვენა მცველი „ბაიერნში“ 2019-2020 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 162 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან მიუნხენელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 4-ჯერ, ხოლო გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას ევროპის სუპერთასი და მსოფლი საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო. ასევე, ორჯერ გერმანიის სუპერთასს დაეუფლა.
