მიქაუტაძე: „ჩემთვის მისაბაძი მაგალითი კრიშტიანუ რონალდუა“

0
5

გიორგი მიქაუტაძისთვის მისაბაძი მაგალითი პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუა. საქართველოს ნაკრების თაავდამსხმელმა ამის შესახებ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, საკლუბო ტელევიზიასთან ისაუბრა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ კონტრაქტი „აიაქსის“ მსგავს დიად კლუბთან გავაფორმე. ვამაყობდი, როდესაც „აიაქსის“ დაინტერესების შესახებ გავიგე, რადგნ ყველამ იცის ამ კლუბს საფეხბურთო სამყაროში რამხელა სახელი აქვს. „აიაქსი“ დიადი კლუბია, რომლის რიგებში ბევრ გენიალურ ფეხბურთელს უთამაშია და ამიტომ, აქ ჩამოსვლაზე ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ.
გიორგი მიქაუტაძე სრულყოფილი მოთამაშეა, რომელსაც ბურთის ტარება მოსწონს. ტექნიკური ვარ და გოლების გატანასთან ერთად, თანაგუნდელებისთვის საგოლე პასების გაკეთება მიყვარს. თუმცა, პირველ ყოვლისა გამარჯვება მიყვარს და წაგებას ვერ ვიტან. ორივე ფეხით კარგად ვთამაშობ. სხვათა შორის, მარცხენა ფეხით რომ უკეთესად მეთამაშა, ამაზე ბავშვობიდან ვმუშაობდი.
„აიაქსის“ ისტორიაზე რა ინფორმაცია მაქვს? ვიცი, რომ ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო და მის შემადგენლობაში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. აქ შოთა არველაძე გამოდიოდა, რომელიც ჩემსავით ქართველია. ის დიდი ფეხბურთელია და თავისი კვალი „აიაქსის“ გარდა, სხვა გუნდებშიც დატოვა. მიხარია, რომ მის გზას გავდივარ.
ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ვინაა? კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჩემთვის კი არა, ყველასთვის სამაგალითოა. მან საოცრად იშრომა, რომ უმაღლეს დონეზე ასულიყო და 38 წლის ასაკშიც თავს არ ზოგავს. ჩემი მიზანია „აიაქსში“ რაც შესაძლოა მეტი სათაამაშო დრო მქონდეს და ის თვისებები გამოვავლინო, რომლითავ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდები“- განაცხადა მიქაუტაძემ.
ლაშა თაბაგარი