გიორგი აბუაშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. „პეტროლულის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 20 წლის ქართველი გარემარბი პორტუგალიის „პორტუდან“ გადაიბირა.
აბუაშვილმა კარეირა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2019-2021 წლებში გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო. მან სულ 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
2021 წლის ივნისში ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი „პორტუსთან“ გააფორმა, რომლის პირველ გუნდში არ უთამაშია. ის „პორტუ II”-ში გამოდიოდა, სადაც სულ მოედანზე 5-ჯერ შევიდა და საერთო ჯამში 67 წუთი დაჰყო.
„პეტროლული“ 12 ქულით რუმინეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
