ქობულეთის „შუქურა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში სტუმრად გორის „დილასთან“ 1:5 წაგების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან ლევან ჯოხაძე დაითხოვეს.
37 წლის სპეციალისტს გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩააბარეს და მან უჩა სოსიაშვილი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით „შუქურა“ ჩემპიონატში ოთხოვე თამაში წააგო და სამ მატჩში 5-5 გოლი გაუშვა. ქობულეთელებს 7 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგოლზე არიან.
ლაშა თაბაგარი
