ზივზივაძის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში

0
70

„კარლსრუე“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-3 ტურში „კარლსრუე“ სტუმრად „ვეენს“ შეხვდა და 0:1 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ჰუნ-ჯუნ ლიმ გაიტანა. „კარლსრუე“ 4 ქულით 18 გუნდს შორის მე-9 ადგილზეა.
„გვანჯოუ“, რომლის ღირსებას ბექა მიქელთაძე იცავს, გასვლაზე „ინჩხონს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ის „გვანჯოუს“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და ჯერ გოლი არ გაუტანია.

ლაშა თაბაგარი