კვერკველიას გუნდს ტელიომ ორჯერ გაუტანა

0
63

საბა კვერკველიას „ალ აჰდუდისთვის“ საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონის მეორე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ალ აჰდუდი“ თავის მოედანზე „ალ ფათეჰს“ დაუპირისპირდა და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 23-ე წუთზე ტანასემ დააწინაურა, ხოლო 36-ე წუთზე ბატნამ ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე „ბარსელონას“, „ფიორენტინას“ და „ბეტისის“ ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ტელიომ სტუმრები წინა გაიყვანა, ხოლო 92-ე წუთზე დუბლი შეასრულა. „ალ აჰდუდი“ 71-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ალექს კოლატიო გაუძევეს.
შეგახსენებთ, რომ კვერკველია „ალ აჰდუდს“ სეზონის წინ შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი