გუგეშაშვილი “ლუბლიანას” შეხვდება, კაშია და კანკავა – “არისს”

0
112

აგდამის “ყარაბაღი”, სადაც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აგდამელებმა შინ ფინეთის ჰიკ-ს 2:1 აჯობესდა საპასუხო შეხვედრაც იმავე ანგარიშით მოუგეს და ევროთასზე გამოსვლა განაგრძობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ორი შეხვედრაში სათადარიგო იყო. “ყარაბაღი” პლეი-ოფში სლოვენიის “ლუბლიანას” დაუპირისპირდება, რომლის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, ხოლო თუ დამარცხდა კონფერენს ლიგის ჯგუფში ადგილი გარანტირებული აქვს.
ასევე, ევროპა ლიგის პლეი-ოფშია ბრატისლავას “სლოვანი”, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა იცავენ. სლოვაკების მეტოქე კვიპროსის “არისია”.
პლეი-ოფის პირველი თამაშები 24 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი – 31 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი