საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 19 აგვუსტოს ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩს აშშ-სთან ჩაატარებს. მომავალი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.
“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხბვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა:
15. ნინიაშვილი, 14. ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. თოდუა, 10. მატკავა, 9. ლობჟანიძე; 1. აბულაძე, 2. მამუკაშვილი, 3 გიგაშვილი, 4. ჭეიშვილი, 5. მიქაუტაძე, 6. ივანიშვილი, 7. ცუცქირიძე, 8. ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ზამთარაძე, 17. გოგიჩაშვილი, 18. პაპიძე, 19. ჩაჩანიძე, 20. გიორგაძე, 21. აფრასიძე, 22. თაფლაძე, 23. მოდებაძე.
“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასამდე ბოლო საკონტროლო თამაშს 28 აგვისტოს სტუმრად შოტლანდიასთან ჩაატარებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. საქართველო C ჯგუფში მოხვდა, სადაც ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 9 სექტემბერს პარიზულ სენ დენიზე ავსტრალიასთან ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი
