– 5 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი. საბურთალოს აკადემიაში 9 წლის ასაკში დავიწყე თამაში.
– როგორ გაიხსენებ დებიუტს “საბურთალოს” პირველ გუნდში?
– 18 წლის ვიყავი, როდესაც “საბურთალოს” პირველ გუნდში მქონდა დებიუტი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან დიდი ხანი ველოდებოდი ამ მომენტს.
– რა როლი ითამაშა “საბურთალომ” შენი როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში?
– “საბურთალომ” ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, რადგან ამ გუნდში 9 წელი ვითამაშე და თითქმის ყველაფერი აქ ვისწავლე.
– 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს როგორ შეაფასებ?
– ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ღირსეულად ვიასპარეზეთ, ბიჭებმა თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს და ჩემი აზრით, მათი თავდადება შედეგზეც აისახა.
– 21 წლამდე ნაკრებში რომ ვერ მოხვდი და ევროპის ჩემპიონატი ვერ ითამაშე, რას ფიქრობ, რისი ბრალია?
– გული ძალიან დამწყდა ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ ვითამაშე. ბათუმის “დინამოში” სათამაშო დრო არ მქონდა და აღნიშნულ ტურნირზე აქედან გამომდინარე ვერ მოვხვდი.
– “საბურთალოს” წლევანდელი გამოსვლა რომ შეაფასო ეროვნულ ლიგაში…
– “საბურთალო” წელს ძალიან კარგ თამაშებს ატარებს ეროვნულ ლიგაში. ვფიქრობ, რომ თუ ესე გააგრძელებენ ასპარეზობას, ჩემპიონობის მაღალი შანსი აქვთ.
– როგორ დაგხვდნენ “ფროზინონეში” ახალი გუნდელები?
– “ფროზინონეში” გუნდელები ძალიან კარგად დამხვდნენ, ძალიან მარტივად შევედი ყველა თანაგუნდელთან კონტაქტში და აქედან გამომდინარე, ადაპტაცია მარტივად გავიარე.– -განსაკუთრებით ვისთან დამეგობრდი “ფროზინონეში”?
– თითქმის ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ასე ვერავის გამოვარჩევ.
– რა მიზანი აქვს “ფროზინონეს” მიმდინარე სეზონში?
– წელს “ფროზინონეს” მთავარი მიზანი სერია A-ში დარჩენაა.





