საუდის არაბეთის „ალ ჰილალმა“ ესპანური „სევილიადან“ მეკარე იასინ ბონო შეიძინა. მის სანაცვლოდ ანდალუსიელები 21 მილიონ ევროს მიიღებენ. მაროკოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მეკარემ „ალ ჰილალთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბონო „სევილიაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 2-ჯერ ევროპა ლიგა მოიგო. მანამდე, ის მადრიდის „ატლეტიკოში“, „სარაგოსაში“ და „ჟირონაში“ გამოდიოდა. მაროკოელმა ფეხბურთელმა „ატლეტიკოსთან“ ერთა 2014-2015 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ალ ჰილალმა“ „პარი სენ ჟერმენიდან“ ბრაზილის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი შეიძინა.





