საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია.
ჩვენი ნაკრების ბერძენი მთავარი მწვრთნელის ილია ზუროსის გადაწყვეტილებით მუნდიალზე გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია ითამაშებს.
ისტორიაში პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებს დაუპირისპირდება.




