გიორგი ქვილითაია: “უნდა მოვიგოთ რადგან შინ ვთამაშობთ”

0
78

აპოელის თავდამსხმელ გიორგი ქვილითაის მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა საშინაო მატჩში გორის “დილა” უნდა დაამარცხოს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელებთან გასამართ საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე გაანცხაადა.
გიორგი ქვილითაია: როგორც მწვრთნელმა თქვა, ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ არაფერი დასრულებულა და უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას. უნდა მოვიგოთ, რადგან შინ ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ამ მიზანს.
გულწრფელად გითხრათ, არ ვკითხულობ მედიას. ვიცი, დილაში ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ვითარების შეცვლა. პირველი თამაში მათ კარგად ჩაატარეს და რა თქმა უნდა, ასე ფიქრობენ, მაგრამ არ ვაკვირდები, რას წერენ, კონცენტრირებული ჩვენს გუნდზე ვარ.
საქართველოში თამაში იოლი არ იყო, რადგან იქ მეტოქის რანგში პირველად ვითამაშე. გენტის წინააღმდეგ კი მეტი სიბრაზის განცდით ვითამაშებ, რომ რაღაც დავამტკიცო, ეს აუცილებლად მაძლევს დამატებით მოტივაციას”.
აპოელი-“დილას” შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. აპოელმა პირველი თამაში 2:0 მოიგო.