მენდილიბარი: „ჩემს ყველა მოთამაშეს „სიტისთან“ თამაში და გამარჯვება სურს“

0
22

ხოსე ლუის მენდილიბარის თქმით, მის ყველა ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტისთან“ თამაში და გამარჯვება უნდა. ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ უეფას სუპერთასზე პირეოსში მანჩესტერელებთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ჩემი ფეხბურთელები მუდმივად აჩვენებენ, რომ შემიძლია მათ 100 პროცენტით ვენდო. ისინი კონცენტრორებულნი არიან. ტიტულის მოგება სიამაყის უმაღლესი გრძნობაა. ჩემს ყველა მოთამაშეს „სიტისთან“ თამაში და გამარჯვება სურს.
აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. „სიტის“ შეუძლია წააგოს. რა მოხდება არავინ იცის. კალათბურთში, წყალბურთში და ფეხბურთში ერთმა ეპიზოდმა შესაძლოა მთელი თამაში გადაატრიალოს. შესაძლოა, დიად გუნდსაც კი ჰქონდეს ცუდი მომენტი. გავლენ შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს.
დიდი გუნდებიც კი კარგავენ მოთამაშეებს. ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ. ის ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც საუკეთესო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში არიან. ასე უნდა ვიმოქმედოთ. იდეა ისაა, რომ რაც შესაძლოა კარგად ვითამაშოთ მათი გამოყენებით, ვინც ჩვენს განკარგულებაშია.
ჩემთვის სახალისოა ის რასაც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელების ტრავმებზე საუბრობენ. მხოლოდ მეკარის და მცველების შესაძენად ამ კლუბმა 500 მილიონზე მეტი დახარჯა. არ მგონი, რომ „სიტიმ“ ტრავმებზე უნდა იწუწუნოს.
გვარდიოლამ შესაძლოა დაიჩივლოს, რომ ბევრ მატჩს ატარებენ. ალბათ, ჩვენი თვალები უნდა დავხუჭოთ და ყველაფრისთვის ვთქვათ – „ამინ“.
მომავალ დაპირისპირებას არაფერი საერთო არ აქვს იმ მატჩებთან, რომელის მანამდე გვარდიოლას წინააღმდეგ როგორც მწვრთნელმა ჩავატარე. ეს ფინალია, ჩვენ აღელვებული ვართ და მეტოქის დასამარცხებლად მზად ვართ. გაბედულები ვიქნებით და ვეცდებით „მანჩესტერ სიტის“ ცხოვრება გავურთულოთ. ვნახოთ როგორ გამოგვივა“ – იუწყება მენდილიბარის ნათქვამს ესპანური მედია.
„მანჩესტერ სიტი“ – „სევილიას“ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი