„ვოლფსბურგმა“ ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

0
60

„ვოლფსბურგმა“ ფრანგული „რენიდან“ ნახევარმცველი ლოვრენ მაიერი შეიძინა. 25 ხორვატიის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ ვოლფსბურგელებმა 35 მილიონ ევრო გადაიხადეს.
მაიერი „რენში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 78 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე, ის სამშობლოში ზაგრების „ლოკოომოტივში“ და „დინამოში“ გამოდიოდა.
ის ხორვატიის ნაკრებში 2017 წლიდან გამოდის და 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მაიერმა შარშან ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა.