პსჟ-მ ნახევარმცველები ლეანდრო პარედესი და რენატუ სანჩეში „რომაში“ გაუშვა. 29 წლის პარედესმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა. არგენტინელი „რომაში“ 2014-2015 და 2016-2017 წლებში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ „ზენიტში“ 23 მილიონ ევროდ გაყიდეს. თავის მხრივ რუსებმა მის სანაცვლოდ პსჟ-სგან 47 მილიონი ევრო მიიღეს.
25 წლის პორტუგალიელმა „რომამ“ ერთწლიანი იჯარით აიყვანა და სეზონის დასრულების მერე სურვილის შემთხვევაში მის გამოსყიდვას 15 მილიონ ევროდ მოახერხებს. ხელშეკრულების ეს პუნქტი მას მერე გააქტიურდება, რაც სანჩეში რომაელთა შემადგენლობაში მატჩების გარკვეულ რაოდენობას ჩაატარებს.






