„ბარსელონას“ სპორტულ დირექტორად პორტუგალიის ეროვნუ;ლი ნაკრების ექსნახევარმცველი დეკუ დანიშნეს.
45 წლის დეკუმ, რომელსაც კატალონიელთა რიგებში არაერთი სეზონი ჩაუტარებია კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„დეკუ პასუხისმგებელი „ბარსელონას“ სპორტულ ფილოსოფიაზე და მწვრთნელთან ერთად გუნდის ფორმირებაზე იქნება, ასევე ის სათავეში კლუბის სპორტულ სექციას ჩაუდგება“ – ნათქვამია „ბარსელონას“ განცხადებაში.
დეკუ ესპანურ გრანდში 2004-2008 წლებში გამოდიოდა. მან 5 ტიტული მოიგო – 2-2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა. პორტუგალიელი „ბარსელონაში“ დანიშვნამდე საფეხბურთო აგენტად მუშაობდა.





