“მანჩესტერ სიტიმ” არსებობის მანძილზე უეფას სუპერთასი პირველად მოიგო. საბერძნეთის დედაქალაქ ატენში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული “სიტი” ესპანურ “სევილიას” დაუპირისპირდა, რომელმაც გასულ სეზონში ევროპა ლიგის თასი მოიპოვა.
ხოსე ლუის მენდილიბარის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან აკუნიამ მეტოქის საჯარიმოში მყოფმ ენ-ნესირის ზუსტი პასი გაუკეთა, ხოლო მაროკოელმა მცველებს აჯობა და თავით გაიტანა.
პეპ გვარდიოლას შეგირდებმა საპასუხო ბურთი 63-ე წუთზე შეაგდეს – როდრიმ ზუსტი პასით სევილიელთა კარის შორეულ ძელთა პალმერი მოძებნა, რომელმაც თავით შორეულ კუთხეში გაიტანა. მატჩის ძირითადი დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და უეფას ახალი რეგლამენტის თანამხად, დამატებითი დროის ნაცვლად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ინგლისელებმა ესპანელებს 5:4 სძლიეს.
“სიტიდან” თავისი შანსი ჰალანდმა, ალვარესმა, კოვაჩიჩმა, გრილიშმა და უოკერმა გამოიყენეს, ხოლო “სევილიადან” – ოკამპოსმ, რაფა მირმა, რაკიტიჩმა და მონტიელმა. სევილიელებიდან თერთმეტმეტრიანი გუდელმა ვერ გამოიყენა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
გვარდიოლა პირველი მწვრთნელი გახდა, ვინ ევროპუს სუპერთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო – “ბარსელონასთან”, “მანჩესტერ სიტისთან” და “ბაიერნთან” ერთად. ესპანელმა სპეციალისტმა მწვრთნელის რანგში სუპერთასი 4-ჯერ მოიპოვაა და ამ მაჩვენებლით “რეალის” იტალიელ თავკაც კარლო ანჩელოტის დაეწია.
სუპერთასის ბოლო 11 გათამაშებიდან 10 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მოიგო – მხოლოდ “რეალი” დამარცხდა 2018 წელს ევროპა ლიგის ტრიუმფატორ მადრიდის “ატლეტიკოსთან”.
“მანჩესტერ სიტიმ” არსებობის ისტორიაში 33-ე ტიტული მოიპოვა. გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში 36-ე ჯილდოს დაეუფლა – “მანჩესტერ სიტიში” მუშაობის 7 წლის განმავლობაში კი მეთხუთმეტეს.
“სევილია” სუპერთასის ისტორიაში ყველააზე წარუმატებელი გუნდია, რადგან შვიდიდან 6 მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო 2006 წელს “ბარსელონასთან” (3:0).
ლაშა თაბაგარი





