გაბრიელს სიგუას ოფიციალური დებიუტი „ბაზელში“ შედგა. შვეიცარიის სუპერლიგის მე-4 ტურში ბაზელელები თავის მოედანზე „ლოზანას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს.
სიგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „ლოზანადან“ მე-6 წუთზე ანგარიში სენემ გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე ჰარცკლერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე თავი ბალდემ გამოიჩინა და მასპინძლებმა სამი ქულა მოიპოვეს.
„ბაზელს“ შვეიცარიის ჩემპიონატში ცუდი სტარტი აქვს და 3 ქულით 12 გუნდში მე-11 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის სიგუა „ბაზელში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი




