ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში აგდამის “ყარაბაღში” პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, რომელიც მანამდე არც ევროთასებზე ათამააშეს და არც შიდა ჩემპიონატში, სასტარტოში თოვუზის “თურანთან” მოგებულ შეხვედრაში დაბრუნდა.
აზერბაიჯანის მოქმედმა ჩემპიონმა სამი უპსუხა გოლი გაუტანა მეტოქეს. რომლის რიგებში ქართველმა მცველმა ფირუზ მაგრაქველიძემ 74-ე წუთიდან ითამაშა.
2 ტურის შემდეგ “ყარაბაღი” 3 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა. აგდამელები მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ფინეთის ჰიკ-თან ჩაატარებენ, რომელსაც პირველ შეხვედრაში შინ 2:1 აჯობეს.
ლაშა თაბაგარი




