საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, სკოპიეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი თანატოლები 6:2 დაამარცხა.
უხვგოლიან მატჩში, ანგარიში ნიკოლოზ ყველაშვილის პასის შემდეგ სანდრო ავალიანმა გახსნა. ამ ეპიზოდიდან მალევე, ისევ სანდრო ავალიანმა და შემდეგ ნიკოლოზ ნინიძემ მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლეს და სხვაობა 3-მდე გაზარდეს. მასპინძლებმა, პირველ ნახევარში, სხვაობის შემცირება, 31-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ანეს მელიქი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა და თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა.
მეორე ნახევრი, მეტწილად ორი გატანილი პენალტის ფონზე წარიმართა, თავი – ლექსო ფეიქრიშვილმა და ნიკოლა ველიჩოვსკიმ გამოიჩინეს. მატჩის მიწურულს კი 19-წლამდე ნაკრების ფორმით გოლის გატანა – გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ შეძლეს – 2:6.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ტესტ მატჩს 14 აგვისტოს, ისევ სკოპიეში, პეტარ მილოშევსკის სახელობის მოედანზე გამართავს.
მატჩის ოქმი – ჩრდ. მაკედონია 2:6 საქართველო




