რიკარდუ სა პინტუ: “ჯერ არაფერი დამთავრებულა”

0
59

აპოელის მთავარ მწვრთნელ რიკარდუ სა პინტუს მიაჩნია, რომ არცთუ დამაჯერებელი პირველი ტაიმის მიუხედავად, მისი გუნდი გორის “დილასთან” გამარჯვებას იმსახურებდა. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად გორის “დილასთან” 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რიკარდუ სა პინტუ: “პირველ ტაიმში კვლავ ვერ ვითამაშეთ კარგად, ისევე, როგორც წინა შეხვედრაში. არასაკმარისად აგრესიულები ვიყავით, ბურთი და ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ, ძალიან გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავიტანეთ, საკმაოდ დაუმსახურებლად.
თუმცა, მეორე ტაიმში სულ სხვა განწყობით გავედით მოედანზე, უკეთესად გავაცნობიერეთ მეტოქის უპირატესობები, კარგად ვმოქმედებდით, მეორე გოლიც გავიტანეთ და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ. ჩემი აზრით, ჯერ არაფერი დამთავრებულა, მეორე მატჩში ასევე ყურადღებით და მაქსიმალურად კარგად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან „დილას“ ნებისმიერ დროს შეუძლია კარგი მომენტების შექმნა და გამოყენება”.