დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ ისევ ვერ ეხმარება. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაშინ დანიელებმა პრაღის „სპარტა“ მიიღეს და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
ხოჭოლავამ ივლისის დასაწყისში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ ვერ თამაშობს. მანამდე, მას ანალოგიური ქირურგიული ჩარევა მარცხენა მუხლზე დასჭირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„კოპენჰაგენი“ ჩეხეთში საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშაა თაბაგარი





