ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ემირეითსში“ გააგრძელებს. 39 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონი იაპონიის „ვისელ კობეში“ ჩაატარა, სადაც 133 მატჩში 26 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე პასი შეასრულა.
მან 2019 წელს იაპონიის თასი მოიგო, ხოლო 2020 წელს – სუპერთასი.
მანამდე, მან 22 წელიწადი „ბარსელონას“ სისტემაში დაჰყო და კატალონიელებთან ერთად 32 ტიტული მოიგო.
ინიესტამ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატში ერთხელ, ხოლო ევროპის ჩემპიონატში ორჯერ გაიმარჯვა.





