გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგაში მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.
ავსტრიის თასის მოქმედი გამარჯვებული პირველ მატჩში სტუმრად პსვ-ს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს,
ნიერლანდელები მე-4 წუთზე ბაბადიმ დააწინაურა. 22-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო წინ ლუკ დე იონგმა გაიყვანა, რომელმაც 10 წუთში დუბლი შეასრულა. მე-40 წუთზე „შტურმიდან“ ერთი ბურთი სტანკოვიჩმა გაქვითა. 73-ე წუთზე გრაცელების კარი სანგარემ აიღო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ეინდჰოვენში 15 აგვისტოს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





