ხვიჩა კვარაცხელია „ფრანს ფუტბოლმა“ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტსა შორის დაასახელა, რაც გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გასული სეზონი საუცხოოდ ჩაატარა. მან ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის მესამედ მოხვდა – 2023 წელს მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს – მე-12.
„ფრანს ფუტბოლის“ მიერ დასახელებული 30 ნომინანტის სია ასეთია:
ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი), პაუ კუბარსი (ბარსელონა, ესპანეთი), მარკ კუკურელია (ჩელსი/რეალი, ესპანეთი), უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი), ლუის დიასი (ბაიერნი, კოლუმბია), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, პორტუგალია), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი, ბრაზილია), ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საქართველო), მარკინიოსი (პსჟ, ბრაზილია), სადიო მანე (ალ-ნასრი, სენეგალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი), ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგალია), ვილიამ პაჩო (პსჟ, ეკვადორი), ხულიან კინიონესი (ალ-ქადსია, მექსიკა), დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი), როდრი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა, ესპანეთი), ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი), ფერან ტორესი (ბარსელონა/პსჟ, ესპანეთი), ვილიამ სალიბა (არსენალი, საფრანგეთი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, საფრანგეთი), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია).
წლის კლუბის ნომინანტები: პსჟ, არსენალი, ბაიერნი, ფლამენგო, ბოდო გლიმტი.
წლის მწვრთნელის ნომინანტები: ლუის ენრიკე, მიკელ არტეტა, ლუის დე ლა ფუენტე, უნაი ემერი, ვენსან კომპანი.
წლის მეკარის ნომინანტები: ვოზინია, უნაი სიმონი, დავიდ რაია, ჟოან გარსია, გრეგორ კობელი, ედუარ მენდი, ემილიანო მარტინესი, მატვეი საფონოვი, იასინ ბონუ, ტიბო კურტუა.
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები: კერიმ ალაიბეგოვიჩი, აიუბ ბუადი, პაუ კუბარსი, იან დიომანდე, ლენარტ კარლი, ელი ჟუნიორ კრუპი, ლამინ იამალი, იოჰან მანზამბი, იბრაჰიმ მაზა, უორენ ზაირ-ემერი.
„ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 26 ოქტომბერს ლონდონში დაასახელებს. ინგლისის დედაქალაქი იმიტომ შეირჩა, რადგან წელს „ოქროს ბურთის“ პრიზის დაარსებიდან 60 წელი შესრულდა და პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეტიუზი იყო.
ლაშა თაბაგარი





