კუტალიას დუბლი სომხეთში

0
21

ლევან კუტალიამ სომხეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. „ალაშკერტი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, მეორე ტურში სტუმრად „ვესტ არმენიას“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კუტალიამ ანგარიში მე-18 წუთზე პენალტიდან გახსნა, ხოლო ხუთ წუთში ისევ თერთმეტმეტრიანიდან დუბლი შეასრულა. მან გატანილი გოლები შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიუძღვნა. 34 წლის ფორვარდი 79-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის ბოლოს „ალაშკერტიდან“ თავი რუსეთის მოქალაქე დავით ხურციძემ გამოიჩინა, რომელიც 2017 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი