გიორბელიძე სერბეთში ითამაშებს

0
13

გურამ გიორბელიძე კარიერას სერბეთში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველმა ნოვი სადის „ვოივოდინასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რადგან ეს არის სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახელოვანი კლუბი. როცა წინადადება მივიღე, არ მიყოყმანია, ისე დავთანხმდი. მოუთმენლად ველი დებიუტს და კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო კლუბს და გავახარო გულშემატკივრები, რომლებზეც ბევრი კარგი მსმენია. აქ არასოდეს მითამაშია, მაგრამ ბევრ აქაურს ვიცნობ, რომელთაგან ასევე ყველაფერი კარგი გამიგია სერბეთზე”- განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გიორბელიძემ, რომელიც გიორგი მერებაშვილის (2010-2012) შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ვოივოდინაში“ ითამაშებს.
ის კარიერის განმავლობაში ბოლნისის “სიონში”, გორის “დილაში”, ავსტრიის “ვოლფსბერგერში”, დრეზდენის “დინამოში”, ბათუმის „დინამოში“ და „ზაგლებიეში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი