მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ, FIBA-მ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის 24 ადგილისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს, მათ შორისაა საქართველო.
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლი სამ ეტაპად წარიმართება. შესარჩევი მატჩები 2024 წლის 19-27 თებერვალსა და 18-26 ნოემბერს და 2025 წლის 17-25 თებერვალს ჩატარდება. გუნდები მიმოსვლით ითამაშებენ და ჯამში 6-6 მატჩს გამართავენ (თითო ფანჯარაში ორ-ორს).
ევრობასკეტი 2025. საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, ისრაელი, პორტუგალია
B ჯგუფი: იტალია, თურქეთი, უნგრეთი, ისლანდია
C ჯგუფი: ესპანეთი, ლატვია, ბელგია, სლოვაკეთი
D ჯგუფი: გერმანია, მონტენეგრო, ბულგარეთი, შვედეთი
E ჯგუფი: საფრანგეთი, ხორვატია, ბოსნია, კვიპროსი
F ჯგუფი: საბერძნეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი
G ჯგუფი: სერბეთი, ფინეთი, საქართველო, დანია
H ჯგუფი: ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი, მაკედონია
ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი ნაკრები გადის. ჩვენს ჯგუფშია ტურნირის მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ავტომატურად ეკუთვნის ჩემპიონატის საგზური. ასე რომ, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მაგალითისთვის, თუ ფინეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მესამე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა – კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი უმასპინძლებს.





