„ატალანტამ“ „სკუადრა აძურას“ ფორვარდი იყიდა

0
20

ბერგამოს „ატალანტამ“ ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა შეიძინა.
იტალიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ვესტ ჰემმა“ 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო პლუს 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. თავად სკამაკა „ატალანტაში“ წელიწადში 3,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იტალიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 27-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი