მამარდაშვილმა „ტროფეუ ტარონია“„ასტონ ვილასთან“ წააგო

0
67

ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე „ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ბოლო ამხანაგური მატჩი „მესტალიაზე“ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ჩაატარა.
გუნდებმა „ტროფეუ ტარონია“ გაითამაშეს, რაც ყოველი სეზონის წინ „ვალენსიას“ ტრადიციაა და ნახსენები თასი 51-ედ გათამაშდა.
მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო შეხვედრა ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. „ასტონ ვილადან“ ანგარიში 22-ე წუთზე უოტკინსმა გახსნა, ხოლო ბუენდიამ 65-ე წუთზე მამარდაშვილის კარი მეორედ აიღო. 88-ე წუთზე ბირმინგემელმა კალუმ ჩემბერსმა ავტოგოლი მიითვალა.
2023-2024 წლების სეზონში „ვალენსიას“ ლა ლიგაში პირველი თამაშს 11 აგვისტოს სტუმრად ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ „სევილიასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი