კიტეიშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვება სეზონის სტარტზე

0
55

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
ამკერად, გრაცელები შინ ლასკ-ს დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან 27-ე წუთზე ანგარიში ჰორვატმა გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე ვლოდარჩუკმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. 2 ტურის შემდეგ, „შტურმი“ 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „შტურმმა“ ავსტრიის თასის მოგების გარდა, ვერცხლის მედლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში :კრაკოვიამ” გასვლაზე “რადოამიაკს” 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი