“თელავმა” მიმდინარე ზაფხულში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა – ჰაიტელ ჟოზელ დეზირე. ამის შესახებ თელავური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომსაფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 26 წლის ჰაიტელი თავდამსხმელი ჟონელ დეზირე დაიცავს
ჟონელ დეზირე – დაიბადა: 1997 წლის 12 თებერვალს; სიმაღლე: 180 სმ; წონა: 82 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ოლიმპიაკოსი” (ნიქოზია, კვიპროსი)
ჰაიტის ნაკრების თავდამსხმელი (19 მატჩი, 1 გოლი) ბოლოს კვიპროსში, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსში” გახლდათ, მანამდე სომხეთის პრემიერლიგა (“ლორი”, “ურარტუ”, “პიუნიკი”) მოიარა, სამშობლოში კი სამი კლუბის (“მირებალაისი”, “კაპოუე”, “რეალ მონარხსი”) ღირსებას იცავდა, არის ჰაიტის ჩემპიონი და თასის მფლობელი, “პიუნიკის” შემადგენლობაში კი სომხეთის ვიცე-ჩემპიონი და თასის ფინალისტი”.




