ზომერი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

0
139

იან ზომერი მომდევნო კვირაში მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიოციო რომანოს ინფორმაციით, მილანელები მიუნხენის „ბაიერნს“ შვეიცარიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და მის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ზომერი იტალიაში 6 აგვისტოს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
34 წლის შვეიცარიელი გასული სეზონის მეორე ნახევარში „ბაიერნში“ მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში 25 მატჩი ჩაატარა. მან ბავარიელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო.