გიორბელიძე ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა

0
101

გურამ გიორბელიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა. 27 წლის მარცხენა მცველი მიმდინარე წლის თებერვალში პოლონეთის „ზაგლებიემ“ ბათუმურ კლუბში ივლისის ბოლომდე გაანათხოვრა. გიორბელიძემ „დინამოს“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა.
ის კარიერის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ და „ზაგლებიეს“ გარდა,  ბოლნისის “სიონში”, გორის “დილაში”, ავსტრიის “ვოლფსბერგერში” და დრეზდენის “დინამოში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი