გორის “დილა” კონფერენც ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის აპოელს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. ამის შესახებ გორული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ. იქიდან გამომდინარე რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უეფას მეორე კატეგორისაა, უეფას მოთხოვნების შესაბამისად ევროთასებზე მე-3 და შემდეგი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. ამიტომ, აპოელთან უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს “დინამო არენაზე” ჩავატარებთ”.
“დილა” – აპოელის პირველი თამაში 10 აგვისტოს თბილისში შედგება, ხოლო საპასუხო – 17 აგვისტოს ნიქოზიაში.





