„დინამო“ გავარდა, ჭიაბრიშვილი გააძევეს

0
61

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ 1:2 წაგების შემდეგ, შინ 0:1 დამარცხდა და ახლა მთელ აქცენტს საშინაო არენაზე გააკეთებს.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მალტელებთან წარუმატებლობას ნამდვილად ვერავინ დააბრალებს უიღბლობას, რადგან თბილისელებმა მთელი მეორე ტაიმი რიცხობროვ უპირატესობაში ჩაატარეს, მაგრამ მეტოქეს გოლი ვერ გაუტანეს. საერთო ჯამში, დინამოელებმა ძალიან მწირი საგოლე მომენტები შექმნეს და შედეგიც სახეზეა.
მატჩის დებიუტში მარცხნიდან გვინეელი უსმანე კამარას ჩაწოდების შემდეგ, „ჰამრუნის“ კაპიტანმა ბურთი კინაღამს საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და საბა ხვადაგიანის თავურის მერე, ბურთს მარკეტი დაეუფლა.
45-ე წუთზე თავის ნახევარზე მყოფმა გიორგი მაისურაძემ ძალიან ცუდი პასი გააკეთა საბა ხვადაგიანის მისამართით და ბურთი ფაქტობრივად პენტსილს ჩააბარა, რომელიც ჯერ ხვადაგიან გაექცა, ხოლო შემდეგ მასპინძლების კარი წინ დიურანოვიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა.
შესვენებაზე ჭიაბრიშვილსა და დიურანოვიჩს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამო მსაჯმა ორივე გააძევა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჭიაბრიშვილი ფეხბურთელებს მითითებას ტრიბუნიდან აძლევდა, მაგრამ უეფას დელეგატმა მას იქ ჯდომაც აუკრძალა.
მართალია, მალტელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ, მაგრამ „დინამომ“ უპრატესობა ვერ გამოიყენა. მატჩის მიწურულს სტუმართა კარს ორჯერ სახიფათოდ გიორგი ხარაიშვილი დაემუქრა – პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო მეორედ მარუჩიშის თავურის შემდეგ მეკარის მოგერიებულს დაამატა, მაგრამ მალტელები გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა გადაარჩინა.
ამ წარუმატებლობის შემდეგ “დინამოში” რა ცვლილებები განხორციელდება უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
დინამო“ (თბილისიჰამრუნი“ 0:1(0:1)
3 აგვისტო. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„დინამო“:
ლორია; მაისურაძე (მალი 46), ხვადაგიანი, კალანდაძე, კობოური (ლაკვეხელიანი 57); მექვაბიშვილი, ოსეი (მოისწრაფიშვილი 57); ხარაიშვილი, იმრანი, კამარა (ოდიშარია 74); მარუშიჩი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
ჰამრუნი: მარკეტი; ბორგი (ბილიჩი 90), ემერსონი, ბიელიჩიჩი, მბონგი (კორბალანი 76); ელიონაი (კრსტიჩი 57), პრსა, ედერი (ნენოი 57), ჩამენზული; პენტსილი (ჯონი 76), დიურანოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო ძაური.
გოლი0:1 დიურანოვიჩი (45).
გაფრთხილებაოსეი (37),  მარკეტი (89)
გაძევებადიურანოვიჩი (46)
მთავარი მსაჯი: ვიქტორ შიმუსიკი.
ლაშა თაბაგარი