ლუკას მოურა „სან პაულუში“ დაბრუნდა

0
75

ლუკას მოურა კარიერას „სან პაულუში“ განაგრძობს. ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა.
მოურა „სან პაულუს“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2010-2012 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 128 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
იწ 2012 წელს პსჟ-ში გადავიდა, სადაც 229-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 46-ჯერ აიღო.
მან 2017 წელს ლონდონის „ტოტენჰემს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 221 შეხვედრაში 39 გოლი მიითვალა.