გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ექსკაპიტანი გამოდიან ბოსნიის „ზრინსკის“ ბარიერი დაძლია.
ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო შინ საპასუხო მატჩი 2:2 დაასრულეს, ხოლო მესამე ეტაპზე ტირასპოლის „შერიფსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბრატისლავაში ჩატარებულ შეხვედრაში კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანიდან“ მე-5 წუთზე ანგარიში ჩავრიჩმა გახსნა, ხოლო ზუბერუმ 66-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. „ზრინსკიდან“ 75-ე წუთზე თავი ბარიშიჩმა გამოიჩინა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი, მასპინძლები ივანჩიჩმა დაამწუხრა.
ლაშა თაბაგარი





