„ლივერპულმა“ ნახევარმცველი ფაბინიო საუდის არაბეთის „ალ იტიჰადში“ გაყიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. 29 წლის ფაბინიოს სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შუახაზელი „ლივერპულში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 2019 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მან მერსისაიდელებთან ერთად თითოჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.




