არდა გიულერი „რეალს“ ორი თვე ვერ დაეხმარება

0
82

არდა გიულერისთვის მადრიდული კარიერა წაარუმატებლად დაიწყო. „რეალის“ თურქმა ახალწვეულმა აშშ-ში ტურნეს დროს მენისკის ტრავმა მიიღო და ორი თვე ვერ ითამაშებს.
18 წლის თურქმა ფეხბურთელმა ტურნე ნაადრევად შეწყვიტა და უახლოეს პერიოდში სამკურნალოდ მადრიდში დაბრუნდება..
ესპანურმა გრანდმა თურქეთის ეროვნული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში 20 მილიონ ევროდ შეიძინა და  კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში გიულერმა „ფენერბაჰჩეში“ ყველა ტურნირში 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა,